უნიტაზის ბლოკირება/გაჭედვა ხშირად მოულოდნელად იჩენს თავს, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კი საჭიროა იცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზი და გაწმენდის გზები. მაგალითად, თუ უნიტაზში წყალმა აიწია, არასასიამოვნო, საშინელი სუნია, ან/და წყალი არ გაედინება, მაშინ კანალიზაციის, კერძოდ კი უნიტაზის გაჭედვის წინაშე დგახართ. ამგვარი პრობლემის მოსაგვარებლდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვანტუსით გაწმენდა,, თუმცა როგორც ეს პრაქტიკამ აჩვენა, ეს მეთოდი ხშირად უშედეგოდ მთავრდება. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიძახოთ სანტექნიკოსი ან/და დამოუკიდებლად, თავადვე სცადოთ gachedili unitazis gawmenda სპეციალური ტროსის მეშვეობით.
უნიტაზის გაჭედვის ყველაზე ხშირი მიზეზი შეიძლება იყოს პირველი თაობის, დაბალი ნაკადის მქონე უნიტაზის ქონა, რაც ნიშნავს რომ უნიტაზი ძველია და არ არის გასაკვირი რაიმე ხარვეზებმა იჩინოს თავი. დაბალი ნაკადის ბევრ უნიტაზს არ აქვს საჭირო ზეწოლა წყლის გადინებისა და მისი სხვადასხვა ნაწილის გასასუფთავებლად, რაც გამოიწვევს რეგულარულ დაბლოკვას. არსებობს რამდენიმე რჩევა, რომლის გათვალისწინებაც დაგეხმარებათ შეძლებისდაგავრად თავიდან აირიდოთ უნიტაზის გაჭედვა.
რჩევა 1 - ნუ გამოიყენებთ ჭარბი რაოდენობის ტუალეტის ფურცელს/ქაღალდს. ბევრი ტუალეტის ქაღალდის გამოყენება უნიტაზის გაჭედვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზთაგანია. როგორც ცნობილია, ტუალეტის ქაღალდი ისე მზადდება რომ მყისიერად არ დაიშალოს; ხოლო, როდესაც ძალიან ბევრი ქაღალდი ერთდროულად იყრის თავს უნიტაზში, ნაკადი იატაკის კანალიზაციის არხის გადინების საშუალებით ვერ გაივლის და გაიჭედება.
რჩევა 2 - არ გამოიყენოთ უნიტაზი, როგორც ნაგვის ურნის შემცვლელი. ბევრი ადამიანი თვლის, რომ დაშვებულია უნიტაზში ძველი საჭმლის, ცხიმების, და სხვა მსგავსი მცირე ნაწილაკების ჩასხმა, რადგან უნიტაზის განიერი ხვრელის გავლით ნარჩენების ნაკადი უფრო სწრაფად გაედინება, ვიდრე, მაგალითად, სამზარეულოს ნიჟარა. უმჯობესია, საჭმელი, თუნდაც ზედმეტი საკვები, ცხიმი და ა.შ., პლასტმასის ნაგვის ყუთში ჩაყაროთ და გაიტანოთ ნაგავსაყრელზე ან/და ნაგვის ურნაში.
რჩევა 3 - თავიდან აირიდეთ ზეთის/ცხიმის ჩასხმა უნიტაზში. ცხიმი არასოდეს არ უნდა ჩაირეცხოს ნებისმიერი ტიპის სანიაღვრეში, მათ შორის უნიტაზის ჩათვლით. უნიტაზში მაგარი (ცივი) წყალი თითქმის მყისიერად გაამყარებს ცხიმს. დიდი რაოდენობით ცხიმმა კი შეიძლება თავისუფლად გადაკეტოს უნიტაზი, სწორედ იქ, სადაც უნიტაზის საკანალიზაციო ხვრელი უკავშირდება იატაკს ან კიდევ მილის ქვემოთ. უფრო მეტიც, ცხიმი ნელ-ნელა იშლება მილების კედლებზე; ხოლო მას შემდეგ, რაც ცხიმი დაგროვდება, ის ასევე შეაჩერებს სხვა ობიექტებს, რომლებიც მიედინება სანიაღვრეში და შედეგად მთლიანად დაბლოკავს წყლის გადინებას.
Gachedili unitazis gawmenda არც ისეთი მარტივია როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც დაგეხმარებათ გაჭედილი უნიტაზის გაწმენდაში. მაგალითისათვის გაეცანით ქვემოთ მოცემულ მეთდოს და მიჰყევით თითოეულ ნაბიჯს:
ნაბიჯი 1 - დაიცავით უნიტაზის ავზი გადავსებული წყლისგან. თუ უნიტაზი სწორად და სწრაფად არ ჩაირეცხება, მაშინათვე ნუ ეცდებით განმეორებით დასწიოთ ან/და დააწვეთ უნიტაზის წყლის საქაჩ ფლეშს. ეს გამოიწვევს მეტი წყლის დაგუბებას ტუალეტის ავზში. ამის ნაცვლად, მოიქეცით შემდეგნაირად, კერძოდ, უნიტაზის ავზს ახადეთ სახურავი და დახურეთ ტუალეტის პლომბი. პლომბის დახურვის შედეგად უფრო მეტ წყალს შეინარჩუნებს თქვენი უნიტაზის ავზი. პლომბი ძირითადად წარმოადგენს წრიულ სანიაღვრე კერას, რომელსაც ერთვის ჯაჭვი. იქიდან გამომდინარე, რომ უნიტაზის ავზში წყალი არ არის ჭუჭყიანი, უმჯობესია ხელი ჩაყოთ შიგნით და მოკიდოთ პლომბს, რათა სათანადოდ დახუროთ იგი.
ნაბიჯი 2 - აბაზანის მომზადება. უნიტაზის გაფუჭების შემთხვევაში, მოათავსეთ გაზეთები, ქაღალდი, ან/და პირსახოცები იატაკზე, რომ გადმოსული წყალი მასში გაიჟღინთოს. რეკომენდირებულია ქაღალდის გამოყენება, რომლითაც მოგვიანებით გაწმენდა გაგიადვილებთ. თქვენ ასევე უნდა ჩართოთ სავენტილაციო სისტემა ან გააღოთ ფანჯარა, რათა უსიამოვნო სუნი აბაზანიდან სხვა ოთხაბეში არ გავიდეს. თუ ბლოკირება სერიოზულია, გამოიყენეთ წყვილი რეზინის ხელთათმანები.
ნაბიჯი 3 - კარგად შეამოწმეთ, შეგიძლიათ თუ არა თავადვე აიცილოთ თავიდან შექმნილი დაბრკოლებები. მაგალითად, თუ ხედავთ უნიტაზის დაბლოკვის მიზეზს (მაგალითად, ბავშვის სათამაშო, მყარი საგანი… ა.შ., რომელიც უნიტაზის განიერ ხვრელშია გაჭედილი, სცადეთ მისი ამოღება რეზინის ხელთათმანების გამოყენებთ და თუ ეს შესაძლებელია, ტუალეტიდან ამოიღეთ იგი. თუ ვერ წვდებით ამგვარ საგანს თქვენი ხელებით, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ არსებობს ობიექტი (მაგალითად, ბავშვის სათამაშო), რომელიც იწვევს გაჭედვას, მაშინ გადადით პირდაპირ სხვა მეთოდზე.
ნაბიჯი 4 - გამოიყენეთ მაღალი ხარისხის პლუნჟერი. რეკომენდირებულია გამოიყენოთ დიდი, მძიმე, რეზინისბოლოიანი პლუნჟერი, ან ბურთის ფორმის ტიპის, ან ქვედა ნაწილში რეზინის მრგვალი ფორმით, რომელიც აყალიბებს ე.წ. ბეჭედს. არ გამოიყენოთ პლუნჟერის მცირე საწოვარის ტიპი, რადგან ეს ხშირად არ იმუშავებს. ზოგადი რჩევაა, გამოყენებამდე პლუნჟერი ცხელი წყლის მოათავსოთ, ვინაიდან ცხელი წყალი მას არბილებს, რაც ხელს შეუწყობს წყლის გადინების პროცესს.
ნაბიჯი 5 - ჩასვით პლუნჟერი უნიტაზის გამავალ მილში, ე.წ. რეზერვუარში. დარწმუნდით, რომ პლუნჟერი მთლიანად ფარავს გამავალ ხვრელს. პლუნჟერი წყალში ჩაძირული უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ პლუნჟერის გამოყენებით წყალი გაადინეთ და გახსნათ გზით, და არა ჰაერი. საჭიროების შემთხვევაში ნიჟარის წყალი შეგიძლიათ დაამატეთ რეზერვუარში. თავიდან ნელ-ნელა დაიწყეთ მოქმედება, რადგან პირველი ჩადებით პლუნჟერი რეზერვუარში ჰაერს შეუშვებს.
გააგრძელეთ ენერგიულად ეს პროცესი, დაჭერით და გაიყვანეთ, სანამ წყალი არ დაიწყებს გადინებას. Gachedili unitazis gawmenda შეიძლება ნახევარი საათიც კი გაგრძელდეს, ამასთან შეიძლება პლუნჟერის დაახლოებით 15-20 ციკლი დასჭირდეს. რადგან დარწმუნებული ხართ, რომ რაიმე სახის ობიექტი არ არის გაჭედილი უნიტაზში, პლუნჟერით წყლის შეწოვა და გაშვება საკმარისი პროცედურაა. თუმცა, ამან შეიძლება არ იმუშაოს დაუყოვნებლივ, მაგრამ ხშირად რამდენჯერმე განმეორებითი ძალისხმევისა და ამოღების შემდეგ, შედეგს მიაღწევთ.
ნაბიჯი 6 - დააწექით უნიტაზის ჩამრეცხ ფლეშს დრენაჟის შესამოწმებლად. თუ წყალი გაედინება რეზერვუარიდან, მაგრამ უნიტაზი კვლავ გაჭედილია და არ იძლება თავისუფალი გადინების საშუალებას, დატოვეთ პლუნჟერი უნიტაზის რეზერვუარში და ისევ შეავსეთ იგი ნიჟარის წყლით. შეავსეთ იგი იმ წერტილამდე, როგორც რეგულარულ მდგომარეობაშია ხოლმე წყალი. მას შემდეგ, რაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ჩადგება წყალი, ისევ ჩადეთ პლუნჟერი და გაიმეოროეთ იგივე პროცედურა, რომელსაც ნაბიჯ 5 და 6-ში აკეთებდით, თანაც რამდენჯერმე, რათა მთლიანად გაედინოს ნებისმიერი სახის ნარჩენი, რომელიც ხელს უშლის უნიტაზის ნორმალურ ფუნქციონირებას.
Gachedili unitazis gawmenda გარდა პლუნჟერისა, ასევე შესაძლებელია სახლის პირობებში ხელით შექმნილი მილების გამწმენდი ხსნარის მეშვეობით. კერზოდ, თქვენ დაგჭიდებათ საცხობი სოდა, ძმარი და ცხელი წყალი. იმისათვის, რომ ეს მასალები ეფექტურად გამოყენოთ და აღმოფხვრათ საპირფარეშოში შექმნილი პრობლემა, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს:
ნაბიჯი 1 - აავსეთ ჩაიდანი 1.90 ლიტრი წყლით. თუ უნიტაზი ხშირად იჭედება ზედმეტი ნარჩენების ჩაყრით, ცხელი წყლის კომბინაცია, სოდასა და ძმართან ერთად ხშირად ამ პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო საშუალებაა, ისევე როგორც სხვა კომერციული სანიაღვრე საშუალებები.
ადუღეთ 1.90 ლიტრი წყალი, შემდეგ ერთი წუთით გააცივეთ, სანამ უნიტაზის რეზერვუარში სხვა ინგრედიენტებს დაამატებდეთ. მცირე რაოდენობით წყალი არ იმუშავებს, რადგან მას არ ექნება საკმარისი ძალა, რომ გაადინოს გაჭედილი ნარჩენები. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი და მდუღარე, ოდნავ გააციეთ, მაგალითად, მისი კომფორტულად დალევა რომ შეიძლებოდეს იმ ტემპერატურაზე, ვინაიდან ძალიან ცხელი წყლით შეიძლება ფაიფურის გაფუჭება.
ნაბიჯი 2 - ჩაყარეთ 1 ჭიქა საცხობი სოდა და დაუმატეთ მას 2 ჭიქა ძმარი უნიტაზის რეზერვუარში. გამაფხვიერებელი სოდა და ძმარი ქმნის ქიმიურ პროცესს, რომელიც ხელს უწყობს ბლოკირების დაშლას. გამოხდილი თეთრი ძმარი ჩვეულებრივ გამოიყენება, მაგრამ ნებისმიერი ტიპის ძმარიც იმუშავებს. ნარევი თანდათან შუშხუნს დაიწყებს წყალში და ქაფს წარმოქმნის. შენიშვნა: თუ ხელზე აღარ დაგრჩათ საცხობი სოდა და ძმარი, შეეცადეთ დაამატოთ რამდენიმე კოვზი ჭურჭლის საპონი (ჟელე) უნიტაზის რეზერვუარში. საპონმა შეიძლება ხელი შეუწყოს ბლოკის მოდუნებას. ეს მეთოდი სავარაუდოდ არ იმუშავებს მძიმე შეფერხებით გამოწვეული გაჭედვის შემთხვევაშ, როგორიცაა გაჭედილი სათამაშო.
ნაბიჯი 3 - ჩაასხით ცხელი წყალი უნიტაზის რეზერვუარში. დაასხით იგი წელის დონიდან. რეზერვუარში მოხვედრილი წყლის ძალა ხელს შეუწყობს gachedili unitazis gawmendas.
ნაბიჯი 4 - მიღებული ნარევი გააჩერეთ დაახლოებით ერთი ღამე. დილით შეამოწმეთ რომ წყალი უკვე გაწურულია. ამგვარმა გამწმენდმა საშუალებამ წარმატებით უნდა გაასუფთაოს ორგანული ნარჩენებით გამოწვეული გაჭედვა. თუ წყალი თქვენს მეორედ მოსინჯვაზე არ ჩქეფს, შეიძლება ამან გართულება გამოიწვიოს. სცადეთ გამოიყენოთ მავთულის საკიდ-სამხრეები, მილების მავთულხლართი, ან/და სპეციალური ტროსი.