თუ თქვენს სამზარეულოს ნიჟარაში წყალი ჩვეულ რეჟიმში არ გაედინება, ხშირად გუბდება, არასასიამობნო სუნი ამოდის, ან სულაც გაიჭედა, მაშინ პრობლემა გაქვთ მილებთან. სახლში დამონტაჟებული სანტექნიკის უმეტესობა (მაგალითად, როგორიცაა პირსაბანი ნიჟარა, აბაზანა, უნიტაზი, საშხაპე, სამზარეულოს ნიჟარა, და სხვა.) საბოლოოდ უკავშირდება მიწისქვეშ გაყვანილ საკანალიზაციო სისტემის მთავარ არხს სანიაღვრედან მილების გავლით.
არსებობს რამდენიმე მეთოდი მილებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს. ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა პრობლემა და მასთან გამკლავების შედარებით უფრო მარტივი და რეკომენდირებული ხერხები.
ზოგჯერ სამზარეულოს ნიჟარაში მიერთებული მილი იბლოკება, შედეგად წყლის ნაკადი აღარ გაედინება, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ ჩარევას და დროულ გაწმენდას. იმისათვის, რომ გაწმინდოთ დაბლოკილი მილი პირველ რიგში გაითვალისწინეთ შემდეგი:
დაბლოკილი/გაჭედილი მილის დროს ასევე ზოგადი რჩევაა, გაითვალისწინოთ შემდეგი მეთოდები სამზარეულოს მილების ღრმა გაწმენდამდე (რაც გულისხმობს მილების დაშლას და მათ სრულფასოვან წმენდას):
იხილეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციებისა და რჩევების თითოეული ამ ზემოთ აღნიშნული მეთოდის გამოყენების შესახებ.
თუკი სამზარეულოს ნიჟარიდან წყალი არ გაედინება მილებში, გამოიყენეთ ღრმა ჭიქა ან სათლი წყლის ამოღების მიზნით, მით უფრო, რომ ზოგიერთ გაწმენდის მეთოდს შეიძლება დასჭირდეს მტკნარი წყლის დამატება. ერთ-ერთი გავრცელებული და პრაქტიკაში კარგად გამოყენებადი მეთოდი, რომელიც samzareulos milis gawmendashi დაგეხმარებათ არის - პლუნგერი.
ყოველთვის, როდესაც წყალი იწყებს დაგუბებას, ნელა გადინებას, ან სულაც გაჭედვას, პირველ რიგში სცადეთ პრობლემის აღმოფხვრა პლუნგერის დახმარებით. მცირე ზომის დაბლოკვა სამზარეულოს მილში შეიძლება ხშირად დაიშალოს თასისებრი პლუნგერის გამოყენებით, ეს არის მარტივი პლუნგერი, რომელსაც აქვს ბრტყელი რგოლი, იგი ქმნის ბეჭედს სამზარეულოს ნიჟარის სანიაღვრე ხვრელზე.
საჭიროა ძლიერად მოარგოთ სანიაღვრე ხვრელს, თუმცა მანამდე დარწმუნდით, რომ ნიჟარა შეიცავს საკმარის ოდენობის წყალს პლუნგერის თავი და ნიჟარის სანიაღვრე ხვრელზე მჭიდროდ მაგრდება. მყარად დაიჭირეთ პლუნგერი, დააწექით მთელი ძალით, შემდეგ გააფართოვეთ სწრაფად და დაწექით ისევ, რათა პლუნგერმა შეძლოს წყლის დონის ქვეშ დაჭერა და მხოლოდ შემდეგ ოდნავ ასწიეთ იგი დაახლოებით ერთი სანტიმეტრით.
ამასთან, თუ თქვენ გაქვთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა მოქნილი შლანგით, მოათავსეთ სამაგრი ხაზის გასწვრივ ან გამოიყენეთ ვიცე ძრავა, რომ ხაზის დახურვა მოხდეს. თუ გგონიათ რომ ამით შლანგი დაზიანდება, მაშინ გათიშეთ შლანგი და მოათავსეთ მილის სახურავი მილში ან მილის გასასვლელში. ეს ხელს შეუშლის წყლის გადასვლას ჭურჭლის სარეცხი მანქანის სისტემის ხაზში. თუ ეს მეთოდი არ იმუშავებს, მაშინ გადადით სხვა samzareulos milis gawmendis მეთოდებზე.
რჩევა: ყოველთვის ცალკე შეინახეთ და ერთმანეთისგან განაცალკევეთ აბაზანისა ან სამზარეულოს მილების პლუნგერები, რათა ვარგისი იყოს შემდეგ გამოსაყენებლადაც.
Samzareulos milis gawmenda შესაძლებელია ცხელი წყლის გამოყენებითაც. გააცხელეთ ერთი ლიტრი წყალი. ამოიღეთ სამზარეულოს ნიჟარიდან მასში დაგუბებული წყალი. შემდეგ, ფრთხილად აიღეთ მდუღარე წყალი და დაასხით პირდაპირ სამზაერეულოს ნიჟარის გადინებაში, მდგრად ნაკადში. ცხელმა წყალმა უნდა დაიწყოს სანიაღვრე ხვრელიდან გადინება. თუ ეს ასე არ მოხდა, ეს მეთოდი მაინც მისცემს საშუალებას ნიჟარის მთლიანად გაგრილებას, შეგიძლიათ მოგვიანებით ისევ გაიმეოროთ ეს პროცესი.
რჩევა: არ გამოიყენოთ ეს მეთოდი, თუ თქვენი სამზარეულოს სანიაღვრე მიმაგრებულია PVC მილებით. მდუღარე წყალმა შეიძლება დააზიანოს მასალა.
სამზარეულოს ნიჟარიდან გადაწურეთ დაგუბებული წყალი. შემდეგ მოიმარჯვეთ ქვემოთ ჩამოთვლილი მასალები. თქვენ გაქვთ რამდენიმე ვარიანტი სახლის პირობებში თავადვე მოამზადოთ გამწმენდი საშუალება სანიაღვრეში არსებული ბლოკის დასაშლელად. იხილეთ, ყველა შესაძლო მასალა რომლის გამოყენებათ შეგიძლიათ სასურველი შედეგის მისაღწევად:
ამ პროდუქტების გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ შემდეგი კომბინაციის გამწმენდი საშუალებები, კერძოდ:
მას შემდეგ რაც მიიღებთ სასურველ ქიმიურ ნაზავს, ჩაასხით სამზარეულოს ნიჟარის სანიაღვრეში და შემდეგ დააფარეთ მას მჭიდრო თავსახური, რათა ნაზავი კარგად ჩაჯდეს სანიაღვრესა და მილის მიდამოებში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიჟარის სპეციალური ჩამკეტი, რომ თავიდან აირიდოთ წყლის გადინება. დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ნიჟარა ხელუხლებელი უნდა დატოვოთ, რადგან ამ დროის განმავლობაში, ქაფი იმუშავებს ბლოკირების დასაშლელად.
Samzareulos milis gawmenda შესაძლებელია ჩვეულებრივი საკიდების გამოყენებითად, რაც დაგეხმარებათ მილიდან ჭუჭყი და დამაბრკოლებელი ნარჩენები ამოიღოთ. თუ სამზარეულოს ნიჟარის სანიაღვრე თმისგან არის ჩაკეტილი, აიღეთ ლითონის საკიდი და გადააგრძელეთ მანამ, სანამ გრძელი მეტალის პატარა ნაჭერი არ დაგრჩებათ საკიდის ერთ ბოლოში. შემდეგ, ფრთხილად ჩადეთ მავთულის უკანა ხაზი, სანიაღვრე ხვრელის გადინების ქვემოთ. ატრიალეთ მავთული გარშემო და შეეცადეთ მისწვდეთ მილში არსებულ ნარჩენებს, ხოლო მას შემდეგ რაც ნარცენებს დაიჭერთ მავთულით ფრთხილად ამოიღეთ სანიაღვრედან იგი.
Samzareulos milis gawmenda ასევე შესაძლებელია სპეციალური, ბურღით, ან/და ე.წ. ,,სანიაღვრე გველის”, იგივე მავთულხლართის გამოყენება. ეს ხელსაწყო ჰგავს გრძელი ლითონის თოკს, რომელსაც მცირე ზომის ხრახნილები აქვს ნარჩენების მარტივად ამოსაღებად. ორივე ხელსაწყოს გამოყენება ეფექტურია, გამოიყენეთ ის, რომელიც თან გაქვთ. ფრთხილად ჩასვით ხელსაწყო სამზარეულოს ნიჟარის სანიაღვრეში.
ამგვარი მეთოდის გამოყენებისას აუცილებლად გამოიყენოთ სამუშაო ხელთათმანები, რადგან ლითონის მავთულხლართი ან/და ბურღი შეიძლება ბასრი იყოს და ხელი დაგიზიანოთ; გარდა ამისა, ორივე ხელსაწყოს გარეთ გამოაქვს ნარჩენები და ჭუჭყი, ამიტომ რეკომენდირებულია რეზინის ხელთათმნის, სათლისა და დამატებითი ხელსახოცების გამოყენებაც.
ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, გაეცანით პროცედურის თითოეულ ნაბიჯს: